ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№1

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 04.01

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

გაეცანით კვირის დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს ,,თბილისელებისგან"👇

ახალმთვარეობა – 13 იანვარი, 05 : 00 სთ.

ორშაბათი
კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა. ატარეთ ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის;
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

სამშაბათი
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს. კარგია სასიყვარულო კავშირები, რაიმეს ყიდვა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა. სიზმრები ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის;
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის.

ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას. კარგია სასიყვარულო კონტაქტები, ხელოვნებასთან ურთიერთობა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმრები არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის.

ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, მგზავრობას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი ოპალი, ონიქსი, მარგალიტი, იასპი. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.

პარასკევი
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გზაზე. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ოპალი, ტოპაზი, იასპი, ობსიდიანი. კარგია თმის შეჭრა. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის;
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

შაბათი
გამოიჩინეთ მოთმინება, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ იქნებით ჯიუტი. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, წითელი, იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის;
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის.

კვირა
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა მშენებლობა. კარგია მგზავრობა, ვარჯიშების ჩატარება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, სარდიონი, საფირონი, ლალი ან ლაზურიტი. სიზმრები ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...