კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.05, 2021 წელი
კვირის დღეების ასტროპროგნოზი „თბილისელებისგან“:
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
იყავით ყურადღებით, შესავლოა მოვლენები მოულოდნელად სხვა მიმართულებით განვითარდეს. მოერიდეთ მოლაპარაკებებს, კონფლიქტებს. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, კრემისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ცირკონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. კარგია დიეტის დაწყება. სუსტდება ნერვული სისტემა, მუხლები, თვალები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. კარგია საყოფაცხოვებო საქმიანობა, სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ სესხის აღებას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ წითელი, ვარდისფრი, ყვითელი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – აკვამარინი, საფირონი, ციტრონი, ძოწი ან ცირკონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია საქმიანი ურთიერთობები, მცენარეების დარგვა. არ ვარგა თმის შეჭრა, საქმის ნაუცბათევად შესრულება. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმრები მოგვიანებით ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.
ხუთშაბათი
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, გაცვლითი ოპერაციები. მოერიდეთ ახალი, საქმის დაწყებას, განსაკუთრებით, თუ მის წარმატებით განვითარებაში არ ხართ დარწმუნებული. ატარეთ მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ალექსანდრიტი, მარგალიტი, ამეთვისტო, მარჯანი ან გიაცინტი. სიზმრებს ნუ დაუჯერებთ. სუსტება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.
პარასკევი
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ხეების დარგვა, დიეტის დაწყება. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, მწვანე ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ლალი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის;
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას, წესების დარღვევას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, ძოწი ან წითელი იასპი. სიზმარი მოგვიანებით ახდება. კარგია საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ტერფები, გრძნობათა ორგანოები, კბილები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის;
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
კვირა
ნუ იქნებით სულსწრაფი. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას, კამათს, თმის შეჭრას, სასიყვარულო ინტრიგებს. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოავლინეთ მეტი გამბედაობა. ატარეთ წითელი, იისფერი, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, კბილები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან