კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
კონფლიქტური და რთული დღეა. მაღალია აურის ენერგოდაბინძურების ალბათობა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ყურის გახვრეტას, მშენებლობას. კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, მოგზაურობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა მსხვილი საყიდლების გაკეთება, მატერიალური საკითხების გადაწყვეტა. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, მოგზაურობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, წითელი იასპი, ლალი, ქარვა ან საფირონი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ოთხშაბათი
მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია სამეცნიერო კვლევა, კაპიტალდაბანდება, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა; კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ხუთშაბათი
მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, გაცვლით ოპერაციებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მიწათმოქმედება. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ფინანსურ და გაცვლით ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. კარგია ხეხილის გასხვლა, მიწათმოქმედება, სარესტავრაციო სამუშაოები. მცენარეების ნუ გადარგავთ. ატარეთ ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი ან მარჯანი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი, კბილები.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მატულობს სასიცოცხლო ენერგია. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ გადაღლას. კარგია სამშენებლო-სამღებრო სამუშაოები, ბინის შეცვლა, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ვენები, ფეხის კუნთები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
კვირა
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ილოცეთ და დალოცეთ სხვები. კარგია მეგობრული კონტაქტები. ატარეთ ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ლაბრადორი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა; ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



