ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

უსმინეთ ინტუიციას. მოერიდეთ გადაღლას. კარგია სამღებრო-სარემონტო სამუშაოები, სესხის აღება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. სუსტდება იმუნიტეტი. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია ქორწინება, იურისტებთან კონტაქტი. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ლიმფური და ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ გარისკავთ და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ სესხის აღებას, საიდუმლო სასიყვარულო შეხვედრებს. კარგია ქორწინება, იურიდიული საკითხების მოგვარება. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. დღე მშვიდად განვლეთ. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება, ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს გაზაფხულის დღე-ღამ ტოლობაა, საკრალური დღე. ჩამოწერეთ ოცნებები და იფიქრეთ კარგზე. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წიტელი იასპი, ძოწი ან სარდიონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

კარგია ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, ქორწინება, მშენებლობა. მოერიდეთ რისკს, სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

ტრავმული დღეა. მოერიდეთ რისკს, ყურის გახვრეტას, სულსწრაფობას. კარგია ახალი ნაცნობობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი