კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, მგზავრობას, სესხის აღებას. კარგია რემონტი, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ონიქსი, ობსიდიანი, ტოპაზი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
პირად ურთიერთობებში მოიმატებს ემოცია. კარგია იურისტებთან ურთიერთობა, სპორტული ღონისძიებების ჩატარება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, ბინის შეცვლას, მგზავრობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ქარვა, ლალი ან იაგუნდი. სიზმარი არ ახდება სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ყურის გახვრეტას, მშენებლობას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, უცხოეთში კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ფირუზი, ნეფრიტი, საფირონი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
ხუთშაბათი
კარგად გაიაზრეთ დღევანდელი მოვლენები. მოერიდეთ მშენებლობას, სულსწრაფობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, სასამართლო პროცესები. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, ლაზურიტი ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
პარასკევი
კარგია ახალი ნაცნობობა, საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციას, ქორწინებას, ატარეთ ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
შაბათი
გეომაგნტიური დღე
არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, საბუთებზე ხელმოწერა, ფინანსური ოპერაციები, ქორწინება, ვაჭრობა. კარგია პარტნიორული ურთიერთობა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, მარჯანი, ოპალი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, მუხლები, კბილები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
კვირა
მშვიდად გაატარეთ დღე. მეტად დაისვენეთ. კარგია სახლის მშენებლობა, ტექნიკასთან ურთიერთობა, უძრავი ქონებით ვაჭრობა. ბინის შეცვლა. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ძოწი ან ცირკონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




