კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენათა განვითარებას. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია საფინანსო-სავაჭრო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
კარგია ნიშნობა, ქორწინება, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნარინჯისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოსალოდნელია უცაბედი და იღბლიანი შეხვედრა. კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. არ ვარგა მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ხუთშაბათი
კარგია სამეცნიერო კვლევა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები, გეგმების დასახვა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მოსავლის აღებას, ეჭვიანობას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი ან მარჯანი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება შრდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის
პარასკევი
კარგია მოლაპარაკებები, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მგზავრობას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია სამეცნიერო კვლევა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, იასპი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, ლაურიტი, საფირონი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან