ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№33

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია საბანკო ოპერაციები, მშენებლობა, კონტაქტები, ვაჭრობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი ან იასამნისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ამაზონიტი, ლაბრადორი, გიაცინტი ან გელიოტროპი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია ვაჭრობა, სასამართლო პროცესები. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი, ცისფერი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, ლომებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი, მარგალიტი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

არ ვარგა ახალი პარტნიორული ურთიერთობის დაწყება, ფინანსური გარიგება, ყურის გახვრეტა, ადგილსამყოფელის შეცვლა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ნიშნობა, ქორწინება. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს ინტუიცია. კარგია თმის შეჭრა, ახალი სამსახურის დაწყება, მეგობრული კონტაქტები. მოერიდეთ გადაღლას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ფინანსური საბუთების გაფორმებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან ბრილიანტი, სარდიონი, მთის ბროლი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთავრეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ფულის სესხება-გასესხებას, ყიდვა-გაყიდვებს. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქტი, გიშერი ან აქატი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

მოსალოდნელია მოვლენების ცვლილებები. იმოქმედეთ სწრაფად და აქტიურად. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყდვა. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, ვაჭრობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა