ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№30

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ფინანსური საკითხების მოგვარება, საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, რისკს. ატარეთ ნაცრისფერი, ბეჟი, მწვანე, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

მოიმატებს ინტუიცია და იღბალი. კარგია ქორწინება, ვაჭრობა, ექიმთან კონსულტაცია. არ ვარგა მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ცირკონი ან საფირონი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ დაპირისპირებებს, ყიდვა-გაყიდვას. კარგია სწრაფად შესრულებადი საქმეები, მეგობრული კონტაქტები, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი, ჟადეიტი ან ცირკონი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

მოიმატებს ემოციურობა. მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას, ცხოველების კასტრაციას. კარგია ქორწინება, საყიდლების გაკეთება, დიზაინის შეცვლა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა ან აკვამარინი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

შესაძლებელია სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, ქარვა, ლაზურიტი ან ობსიდიანი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

შეამცირეთ კონტაქტები. აკონტროლეთ აზრები. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, მოგზაურობა, პრეზენტაციის მოწყობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, წითელი, ყვითელი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ,სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა