ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღე ტრავმულია. მოერიდეთ გადაღლას, რისკს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია საყიდლების გაკეთება, მშენებლობა, ქორწინება, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია საბანკო ოპერაციები, ტექნიკის შეძენა, მოლაპარაკებები. ატარეთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი , აკვამარინი, ნეფრიტი, ქარვა ან იაგუნდი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

კარგია ვაჭრობა, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნაცრისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. მოერიდეთ კონტაქტებს, ახალ ნაცნობობას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებითვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

მოიმატებს იღბალი და ინტუიცია. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, ცისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მალაქიტი, ოპალი, რუხი ტოპაზი ან მარჯანი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

კარგია საბანკო ოპერაციები, ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, მიწის ყიდვა. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, წითელი, ყვითელი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ზურმუხტი, ამეთვისტო, ბრილიანტი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ნიშნობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია მეგობრული კონტაქტები, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა