კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 07.04

ორშაბათი
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულების დადებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ნიშნობას, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობა, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, მთის ბროლი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
სამშაბათი
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ყურის გახვრეტას, ქორწინებას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, საყიდლების გაკეთება, იურიდიული საქმიანობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, სისხლძარღვები, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
იყავით ფრთხილი და ყურადღებიანი. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, ახალ ნაცნობობას, ყიდვა-გაყიდვას, რისკს. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
რთული დღეა ქორწინებისთვის, ახალი კონტაქტებისთვის. მოერიდეთ რისკს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. კარგია ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი ან ონიქსი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
კარგი დღეა ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად. მიაქციეთ ყურადღება სამყაროს მინიშნებებს. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგია ქორწინება, საყიდლების გაკეთება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი, ყელი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
შაბათი
კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ავეჯის და მუსიკალური აპარატურის შეძენა, ქორწინება, ნიშნობა. მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
დღეს სავსემთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, გიშერი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან