კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 30.12, 2024 წელი
ორშაბათი
არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ქორწინება. კარგია ექიმთან კონსულტაცია, სამეცნიერო კვლევა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, სახლის საახალწლოდ მორთვა. ატარეთ ნაცრისფერი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთავრეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება. განეწყვეთ პოზიტიურად. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია საჩუქრების შეძენა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი ,აქატი, მარჯანი ან ოპალი. სიზმარი ახდება. გილოცავთ ახალ წელს!
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
გილოცავთ ახალ წელს! კარგია ახალი გეგმების დასახვა, გართობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, ხის დარგვა. გაიაზრეთ რა შეიძლება შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. აკონტროლეთ ემოცია. ატარეთ ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ბეჟი, ლურჯი, წითელი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აკვამარინი, საფირონი, ცირკონი ან ძოწი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ძვლები ,სახსრები, თვალები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
დაუფიქრდით სანამ რამეს იტყვით. კარგია სულიერი განვითარება, გართობა, ტექნიკის შეძენა, ადგილსამყოფელის შეცვლა. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი აკვამარინი, ცირკონი, საფირონი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, გართობა. მოიმატებს მგრძნობელობა და ინტუიცია. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები ,ნერვული სისტემა, ვენები, ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის,მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
შაბათი
იყავით აქტიური. კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, მგზავრობა, ქორწინება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის გაცემას ან აღებას, საიდუმლო ქმედებებს. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ტერფები, ლიმფური და ნერვული სისტემა, თვალები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
კვირა
ნუ გასცემთ სესხს და ნურც აიღებთ. მოერიდეთ არასანდო ადამიანებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, გართობა, ქორწინება, მგზავრობა. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ლურჯი, იისფერი, წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ტერფები, თავი, სისხლძარღვები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან