ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№49

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.12

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის გაცემას ან აღებას. კარგია მგზავრობა, კაპიტალდაბანდება, ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ტერფები, თვალები, ლიმფური სისტემა, თავი, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

კარგია მგზავრობა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. მოერიდეთ წესების დარღვევას, კაპიტალდაბანდებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იაპი, ძოწი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ მოქმედებები. მოერიდეთ რისკს, სულსწრაფობას. კარგია ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა, მშენებლობა, ვაჭრობა. ატარეთ წითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი იაპი, მარგალიტი ან გიშერი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

მოერიდეთ გეგმების დასახვას, რისკს, სულსწრაფობას. კარგია სასიყვარულო კონტაქტები, ქორწინება, ახალი ნაცნობობა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები. ატარეთ ლურჯი, იისფერი, ცისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი ან იასპი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დააკვირდით მოვლენების განვითარებას. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია კონტაქტები, აპარატურის შეძენა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამაზონიტი ან გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსენმთავრეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. აკონტროლეთ ემოცია და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება, თმის შეჭრა, რემონტის დაწყება, ახალი საქმის დაწყება. კარგია ვარჯიშების ჩატარება. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიშერი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსდტება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა