კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 23.09
ორშაბათი
კარგია ახალი კავშირები, კონტაქტები, საბანკო ოპერაციები, ტექნიკის შეძენა, სავაჭრო გარიგებები. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას, რემონტის დაწყებას. კარგია აპარატურის შეძენა, ახალი კონტაქტები, საბანკო ოპერაციები. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი, თეთრი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ციტრონი, საფირონი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი, ღვიძლი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
იყავით ყურადღებით. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ მნიშვნელოვან გარიგებებს, ქორწინებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მშენებლობის დაწყებას. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ იისფერი, თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, აქატი, ოპალი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
პარასკევი
დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
კარგია ხელის თხოვნა, თმის შეჭრა, მშენებლობა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, გარეგნობის მოწესრიგებას. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ქორწინებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი ბეჟი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, მალაქიტი, წითელი ან ყვითელი იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა, ელენთა.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან