ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 02.09

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. არ ვარგა ქორწინება, გამოცდების ჩატარება. დღე განვლეთ მშვიდად. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ოპალი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ხელშეკრულების დადებას, ფულის სესხება-გასესხებას, ქორწინებას, მგზავრობას, ახალ ნაცნობობას. კარგია საქმიანი მიმოწერა, სწავლა. ატარეთ ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ან აქატი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

საქმეში ყველა წვრილმანს მიაქციეთ ყურადღება. არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ვერცხლისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან ჟადეიტი. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია რომანტიკული პაემნები, ქორწინება, ნიშნობა, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება, კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

თავი შეიკავეთ მგზავრობისგან. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე. კარგია სარემონტო სამუშაოები, ნიშნობა, ქორწინება, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, სერდოლიკი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

ტრავმულ-ავარიული დღეა. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, ახალი საქმის დაწყებას, ადგლსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან იასპი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

დაძაბული დღეა, იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ვალის აღებას. კარგია გეგმების დასახვა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა