კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 29.07
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
კარგია მგზავრობა, კონტაქტები, მოლაპარაკებები, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, პარტნიორულ თანამშრომლობას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, ბეჟი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, ამაზონიტი ან გიაცინტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხარეები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
იყავით ყურადღებით. არ ვარგა თმის შეჭრა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია ტექნიკის შეძენა, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, საფირონი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ბრონქები, ფილტვები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, მორიელებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნტიური დღე
აკონტროლეთ ემოცია. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
პარასკევი
მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი, ამეთვისტო, ოპალი ან მარჯანი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია კარგია ვაჭრობა, კონტაქტები, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, ბეჟი, ლურჯი, წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, გიშერი, ბრილიანტი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ მოლაპარაკებებს, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. მშვიდად განვლეთ დღე. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, თეთრი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან