ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№29

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.07

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, გეგმების დასახვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მეტი იმოძრავეთ. მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, მგზავრობას, სესხის აღებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ოპალი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყყულებისთვის

ოთხშაბათი

აკონტროლეთ ემოცია, დაეყრდენით ოპტიმიზმს. კარგია ახალ ბინაში გადასვლა, მგზავრობა, უცხოელებთან ურთიერთობა, კაპიტალდაბანდება. მოერიდეთ მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იასპი ან ამეთვისტო. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ყურის გახვრეტას, მშენებლობას. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა, მგზავრობა, მოგზაურობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ამეთვისტო ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

კარგია სამშენებლო სამუშაოები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ახალ კავშირებს, გაცვლით ოპერაციებს, ვაჭრობას, ქორწინებას. ატარეთ ლურჯი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი, კბილები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას, ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, ახალ კავშირებს. კარგია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ატარეთ ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქირზოპრაზი, გიშერი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისტვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, ყიდვა-გაყიდვებს, გაცვლით ოპერაციებს, ახალ ნაცნობობას. კარგია ინტელექტუალური და სულიერი განვითარება. ატარეთ ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი ან აკვამარინი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ძვლოვანი და ნერვული სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კბილები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა