ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№24

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 24.06

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

ნურაფერს დაგეგმავთ, ნუ ინერვიულებთ და ზედმეტს ნუ ისაუბრებთ. კარგია სარემონტო-სამღებრო სამუშაოები, ადგილსამყოფლის შეცვლა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია აპარატურის შეძენა, ადგილსამყოფლის შეცვლა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ვაჭრობა, მგზავრობა, კაპიტალდაბანდება, ქორწინება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას, საიდუმლო საქმეებს. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი მნიშვნელოვან ინფორმაციას გამცნობთ. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

კარგია იმიჯის შეცვლა. ქორწინება, უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ზღვის ტალღისფერი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო ან ალექსანდრიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს. მაღალია კონფლიქტების ალბათობა. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა, შენაძენების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

მოიმატებს ღალატის ალბათობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. არ ვარგა მოლაპარაკებები, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

განთავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ქორწინებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება სისხლძარღვები, თვალები, თავი, ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი ,გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა; მშვილდოსნებისთვის, მერწყულებითვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა