ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№1

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 03.01, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია დასვენება, სანათესაო-სამეგობრო ურთიერთობები. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას, ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს. იყავით ფრთხილი, ნუ აჰყვებით ემოციებს. კარგია მეგობრული კონტაქტები, ინტელექტუალური განვითარება, ბინის შეცვლა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ციტრონი ან ამაზონიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. იყავით რეალისტები. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება. ატარეთ ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ლაბრადორი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა,ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, ტევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მიაქიეთ ყურადღება მინიშნებებს. შესაძლებელი იქნება რთული საკითხების გადაწყვეტა. მოიმატებს ინტუიცია. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი ,ზღვის ტალღისფერი, ლურჯი, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის გაცემას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

განვითარდება გონებამახვილობა, ინტუიცია, მიზანსწრაფვა. ცხოვრებას შეხედეთ ოპტიმისტურად. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ფირუზისფერი, ზღვის ტალღისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი მარჯანი, ალექსანდრიტი, მარგალიტი, ამეთვისტო ან გიშერი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. კარგია კაპიტალდაბანდება, სასიყვარულო კავშირები. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

განაახლეთ სასიყვარულო კონტაქტები. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, კაპიტალდაბანდებას, კამათს, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი ან ლურჯი სამოსი. ქვებიდან კი, ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ხასიათში ეგოიზმი, სულსწრაფობა, აგრესია. ეცადეთ არავინ მოგატყუოთ. მაღალია ტრავმების ალბათობა, ამიტომ იყავით ფრთხილად გადაადგილებისას. მოერიდეთ თმის შეჭრას, სტომატოლოგიურ პროცედურებს. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, კბილები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი