ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კურნების რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები და რით აღემატებოდა მათი ცოდნა თანამედროვე მედიცინის მიღწევებსაც კი

№41

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.10

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ძველად დაავადებებს კი არა, ენერგიას მკურნალობდნენ და მათ ჯანმრთელობის შესახებ იცოდნენ თქვენზე მეტი და თანამედროვე ექიმზე მეტიც. ისინი ავადმყოფობის სიმპტომებთან ბრძოლის ნაცვლად, სნეულის ენერგიას აღადგენდნენ. როგორ ხდებოდა ეს, რა შედეგები დგებოდა და როგორ შეიძლება გამოგვადგეს შორეულ წინაპართა გამოცდილება დღეს, განმარტავს ეზოთერიკოსი, ქალბატონი დიანა გ.

- თქვენ გგონიათ, რომ ჯანმრთელობა აბები, ვიტამინები, დასვენებაა და გჯერათ: გაციებას იწვევს სიცივე, დაღლილობას - სტრესი, თავის ტკივილს კი - ძილის ნაკლებობა. ახლა წარმოიდგინეთ: ეს ყველაფერი შედეგია და არა მიზეზი. უძველესი დროიდან მკურნალები დაავადების სიმპტომებს კი არ მკურნალობდნენ, არამედ ენერგიას აღადგენდნენ. მათ იცოდნენ, რომ თუ ადამიანის ენერგეტიკული ველი დაირღვეოდა, ყველაფერი დაიშლებოდა. „როდესაც ენერგია თავისუფლად მიედინება, დაავადება სხეულში თავშესაფარს ვერ პოულობს.“ — ჩინური ანდაზა.

- როგორ უნდა „გავათავისუფლოთ“ ენერგია?

- დაავადება იწყება მაშინ, როცა მას ვერ ხედავ. ჰოდა, ძველად არც ტესტებსა და დიაგნოზებს ელოდნენ და არც - სხეულის „დაშლას“ - დაავადებას მის დაწყებამდე მკურნალობდნენ ენერგიის დაბალანსებით. ჩინეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეში ყოველ ცივილიზაციას თავისი სიტყვა ეთქმოდა, თუმცა არსი ერთი და იგივე გახლდათ: ყველაფერი ენერგიაა... და თუ ის არასწორად მიედინება, ზიანდება სხეულიც, ფსიქიკაც და ბედისწერაც. შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინები, ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, სწორად იკვებოთ, მაგრამ, თუ მთელი თქვენი ენერგია შფოთვაზე, წყენაზე, შიშსა და წრეზე სირბილზე დაიხარჯა, მაინც დაავადდებით. სხეული ეკრანია, მაგრამ კინოს გარეშე.

- ჩაკრაც ამ ტიპის მკურნალობაში შედის?

- დღეს სიტყვა „ჩაკრა“ ეზოთერულად ჟღერს, მაგრამ უძველესი ქურუმები და მკურნალები მიმართავდნენ მას, როგორც ზუსტ სისტემას. ჩაკრას შვიდი ცენტრი - თითოეული ცხოვრების საკუთარ დონეს წარმოადგენს. თუ ერთი დაბლოკილია, სიცოცხლე იწყებს ნგრევას. თქვენი ძირეული ჩაკრა დახურულია? - გეშინიათ, რომ ვერ გადარჩებით; ყელის ჩაკრა დაზიანდა? - დუმხართ, როცა უნდა იყვიროთ; გულის ჩაკრამ მოგიჭირათ? - სიყვარულის მიღება არ შეგიძლიათ. ძველები გულს კი არ მკურნალობდნენ, ანაჰატას (ჩაკრა გულმკერდის არეში) ხსნიდნენ. არც მალამოს ისვამდნენ წელის არეში - ძირეულ ჩაკრას ათავისუფლებდნენ. ისინი მკურნალობდნენ არსს და არა - სიმპტომებს.

- რა არის ბიოველი?

- ადამიანის ნამდვილი იმუნური სისტემა - შეგიძლიათ გარეგნულად ჯანმრთელი იყოთ, მაგრამ შინაგანად გამოფიტული, რადგან თქვენს ველს მთელი დღე სხვა ადამიანების ემოციები, სოციალური მედია და სტრესი „ჭამს“. ძველად რეგულარულად აღადგენდნენ ბიოველს: სუნთქვის, ბალახების, გამწმენდი რიტუალების, მანტრებისა და ცეკვის საშუალებით. ეს არ არის „მაგია“ - ეს არის ენერგეტიკული ჰიგიენა. შეგიძლიათ, ყოველდღე დაიბანოთ სხეული, მაგრამ როდის გაიწმინდეთ ბოლოს აურა? როდის გათავისუფლდით შიშებისგან, ძველი წყენისგან და ენერგეტიკული მტვრისგან? ადამიანის ემოციური მდგომარეობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია ბიოველის, ამ ენერგეტიკული სივრცის მთლიანობასა და სიდიდეზე. ამ დამცავი გარსის შენარჩუნებასა და აღდგენაზე მუდმივი მზრუნველობაა საჭირო, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია ემოციებზე. ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, კონფლიქტური სიტუაციებისა და აგრესიის თავიდან ასაცილებლად. აკონტროლეთ სიტყვები და აზრები, უარი უთხარით ნეგატიურ დამოკიდებულებებს და თავი შეიკავეთ მკაცრი განსჯისგან. მოერიდეთ ხანგრძლივ და არაფრისმთქმელ საუბრებს, რაც ენერგიის ფლანგვაა. მომავალი მხოლოდ ნათელ ფერებში წარმოიდგინეთ, შეაქეთ საკუთარი თავიც და სხვებიც, რადგან კეთილი სიტყვები განწყობასა და სიცოცხლისუნარიანობას შეგინარჩუნებთ. იზრუნეთ თქვენს ოჯახზე, რათა შურიანმა ადამიანებმა სერიოზული ზიანი არ მიაყენონ სახლსაც და მასში მცხოვრებთაც.

- როგორ აღვიდგინოთ ენერგეტიკული ველი?

- გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში, მოუსმინეთ გარემოს „ჰანგებს“ და დაფიქრდით გარშემო არსებული სამყაროს ჰარმონიასა და სილამაზეზე. კლასიკური მუსიკისა და ბუნების ხმები ადამიანის ენერგეტიკულ ველს აღადგენს, რის ჩანაწერებიც ადვილად შეგიძლიათ იპოვოთ სპეციალიზებულ მაღაზიებსა თუ ონლაინ. დადებითი აურის შესანარჩუნებლად სახლი სუფთა უნდა იყოს. გაურეცხავი ჭურჭელი და ჭუჭყიანი სარეცხი ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, რომელიც საზიანოა და დეპრესიის განცდას ქმნის. სახლის აურას ასევე ანადგურებს ხელოვნური ქიმიური არომატიზატორები. სასიამოვნო სურნელის შესაქმნელად საუკეთესოა ეთერზეთები, რომელსაც ინტუიციიის კარნახით შეარჩევთ, იმის მიხედვით, თუ რომელი სურნელი მოგწონთ ყველაზე მეტად. ინტერიერისთვის მხოლოდ თვალისთვის სასიამოვნო ფერები გამოიყენოთ, მოერიდეთ შავი და აგრესიული წითელი ტონების სიჭარბეს. იზრუნეთ ასევე, საძინებელზეც, რადგან სწორედ ძილის დროს ხდება აღდგენითი პროცესები. ღამით გამორთეთ ელექტრომოწყობილობები ან საწოლიდან 2-3 მეტრის დაშორებით განათავსეთ. ბიოველის აღდგენის ყველაზე ეფექტური გზა მედიტაციაა და შეგიძლიათ სახლში დამოუკიდებლადაც ივარჯიშოთ. იპოვეთ კომფორტული პოზიცია, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვასა და გულისცემაზე. ეცადეთ, მუცლით ისუნთქოთ, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის პაუზებით. გააცნობიერეთ თქვენს სხეულში არსებული ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება, მოადუნეთ კუნთები, იოგები და ყურადღება მათკენ მიმართეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ამ აქტივობის დროს ჩაგეძინათ, ეს მოდუნება მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ - გაზრდის არა მხოლოდ სხეულის ენერგიას, არამედ გააუმჯობესებს ჯანმრთელობასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა