განწყობა სახლში იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული დიასახლისი
ავტორი: ნონა დათეშიძე 10:00 12.02

ყველა დისასახლისს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს სისუფთავესთან. ერთი კი უდავოა – განწყობა სახლში დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული დიასახლისი.
ვერძი – ვერ იტანენ არეულობას, თუმცა არეული სახლის მოწესრიგებაზე დროისა და ენერგიის დახარჯვაც ენანებათ. არც დამხმარე ქალბატონების იდეა მოსწონთ, მიიჩნევენ, რომ მათსავით სხვა ვერ გააკეთებს. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც არეულობა ძალიან გააღიზიანებთ, მთელ თავიანთ ენერგიას გაუკეთებენ მობილიზებას და ყველაფერს გააპრიალებენ.
კურო – ყველაფერს რაციონალურად უდგებიან, მათ შორის, სახლის დალაგებასაც. ადგენენ გეგმას და მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან. როგორც წესი, სახლის დალაგებას საკმაოდ დიდ დროს უთმობენ, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. მათ გაკეთებულს წუნს ვერ დასდებთ.
ტყუპები – უყვართ წესრიგი, თუმცა ქაოსიც არ აღიზიანებთ, მათი სახლი თითქმის ყოველთვის მოწესრიგებულია. სისუფთავეს ყოველდღიურად იცავენ, სახლის გენერალურ დალაგებას ცოტა ფილოსოფიურად უდგებიან – როგორც პროცესს, როდესაც შეგიძლია, დრო საყვარელ კედლებში საყვარელ ნივთებთან გაატარო.
კირჩხიბი – დიდ ყურადღებას აქცევენ სისუფთავეს, თუმცა აქვთ ერთი პრობლემა – ძალიან სენტიმენტალურები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უჭირთ ძველ ნივთებთან განშორება, შედეგად კი სახლში ბევრი უსარგებლო ნივთი იყრის თავს. სახლის გენერალური დალაგება შესაძლოა, მათთვის ემოციურ ხაფანგად იქცეს.
ლომი – არა აქვთ იმდენი დრო, რომ სახლის დალაგებას დაუთმონ. მათი ამბიციები აბსოლუტურად სხვა სფეროსკენ არის მიმართული, თუმცა, ისიც კარგად იციან, რომ მოწესრიგებული სახლი საკუთარი თავის წარმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ გადაწყვეტენ, რომ სახლში სისუფთავე აკონტროლონ, ეს ძალიან კარგად და ხარისხიანად გამოსდით.
ქალწული – უყვართ, როდესაც ირგვლივ იდეალური წესრიგია და მეორე მხრივ, მათი კრეატიულობა, უბრალოდ, არ იძლევა ამის საშუალებას. ეს ორი უკიდურესობა ქალწულებს ყოველთვის უშლის ხელს სახლის დალაგებაში. თუმცა, მათ საცხოვრებელში ყოველთვის სისუფთავის სუნი ტრიალებს.
სასწორი – ადვილად იქმნის კომფორტის ზონას, თუმცა იდეალურ სისუფთავეზე ძალისხმევას არ დახარჯავს. მას ურჩევნია, ეს საკითხი სხვამ მოაგვაროს.
მორიელი – ძალიან პრაქტიკული და აკურატულია. მისი სახლი ძალიან არეული არასდროს არის. კარგად იცის სივრცის ორგანიზება. იქმნის ჰარმონიულ გარემოს და იდეალურ წესრიგში დროსა და ენერგიას არ ხარჯავს.
მშვილდოსანი – სახლის დასალაგებლად დრო, უბრალოდ, არ რჩებათ. მათ სახლში ხშირად გროვდება გასარეცხი სარეცხი, მტვერი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, იკრებენ ძალებს, რთავენ საყვარელ მუსიკას და ყველაფერს აწესრიგებენ.
თხის რქა – საქმეს სახლში სიმკაცრით უდგება და ხარისხიანად აკეთებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ თავისუფალი დრო დარჩა. მთავარია, თუ სახლის დალაგება დაიწყო, არ მოაცდინოთ.
მერწყული – უყვართ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი აკურატულად არის. მათი სახლი, როგორც წესი, არეული არასდროს არის, ნივთებს ყოველთვის საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი. დალაგების გრაფიკი გაწერილი არასდროს აქვთ, ეს მათ განწყობაზეა დამოკიდებული.
თევზები – მათთვის სახლის დალაგება, ერთგვარი ხელოვნებაა. ვერ იტანენ არეულობას და უყვართ კომფორტი. სახლის საქმეების კეთება მათ საერთოდ არ აღიზიანებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან