საინტერესო ფაქტები
ავტორი: რევაზ ტომარაძე 22:00 08.09
* ფეხბურთელთა მხოლოდ ორ ეროვნულ ნაკრებს – სენეგალსა და ნორვეგიისას არ წაუგიათ ბრაზილიის ნაკრებთან.
* 1990-1996 წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ბიუსტჰალტერის ტარებამ შესაძლოა, უფრო მეტად გამოიწვიოს ქალის მკერდის დაშვება, ჩამოკიდება, რამდენადაც კუნთები, რომლებსაც უჭირავთ მკერდი, უფრო სწრაფად ატროფირდებიან.
* მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ნაყოფს ხშირად „კაკაო-პარკებს“ უწოდებენ, მას პარკოსნებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ – ის ბალბისებრთა ოჯახს ეკუთვნის.
* ნორვეგიის საგადასახადო კანონმდებლობა სტრიპტიზს ხელოვნების სახეობად მიიჩნევს.
* ლეგენდარული მათემატიკოსი კურტ გიოდელი სიცოცხლის ბოლოს შეპყრობილი იყო მანიით, რომ შეიძლება, მოეწამლათ და ამიტომ მხოლოდ მეუღლის – ადელის მომზადებულ საჭმელს მიირთმევდა. როდესაც ადელი საავადმყოფოში მოხვდა, გიოდელმა შეწყვიტა ჭამა და გამოფიტვისგან გარდაიცვალა.
* 2017 წლის სამედიცინო კვლევების თანახმად, პირადი ავტომობილის საჭე ერთ-ერთი ყველაზე ბინძური საგანია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეხებიან.
* ძუძუმწოვრების ყველა სახეობიდან 40 პროცენტი მღრღნელია.
* ადამიანის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაზე – მთლიანად მხოლოდ 25 წლის ასაკში მწიფდება.
* ნოსტრადამუსის ნამდვილი სახელია მიშელ დე ნოტრდამი ლათინურ მანერაზე – „ნოსტრადამუსი“ – მისი გვარის მოწერა დაიწყო, როდესაც მან დოქტორის ხარისხი მიიღო.
* ცხენებს შენიღბულებს ზებრის სახით, ნაკლებად ეტანებიან ბუზანკალები, ხოლო ზოლებით მოხატულ ძროხებს იშვიათად კბენენ ბუზები.
* ძველმა ბერძნებმა შიშველი ქალების ქანდაკებების შექმნა სამი საუკუნით გვიან დაიწყეს, ვიდრე მამაკაცების. მანამდე ქალების ყველა სტატუეტი შემოსილი იყო.
* ხეების სხვადასხვა სახეობა არაერთნაირად ექვემდებარებიან მეხის დაცემას. სიხშირით პირველ ადგილზეა მუხა, მას მოსდევს თელა, ნაძვი და ფიჭვი. ხოლო ყველაზე იშვიათად მეხი ეცემა წიფელას, ნეკერჩხალსა და ცაცხვს.
* საუდის არაბეთი ავსტრალიიდან ახდენს ქვიშისა და აქლემების იმპორტირებას.
* მეცნიერთა შეფასებით, ყოველწლიურად ოკეანეში იყრება 14 მილიონი ტონა პლასტიკური ნაგავი.
* საფრანგეთში პატიმრები არ ატარებენ უნიფორმას, შემოსილი არიან ჩვეულებრივი ტანსაცმლით. ციხის ფორმის გამოყენება აიკრძალა 1983 წელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


