ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ
* პაპის არჩევის სიგნალი – მარმარილოს გისოსებს იქით დანთებული ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლი – 1939 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც პიუს მეთორმეტე აირჩიეს. ამისთვის ღუმელში წვავდნენ არჩევის დროს გამოყენებულ ბიულეტენებს.
* მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში არ იყო მიღებული, რომ ერთ ადამიანს კონცერტის მთელი პროგრამა თვითონ შეესრულებინა. ფერენც ლისტმა გადაწყვიტა, თვითონ გაემართა ასეთი კონცერტი პარიზში და ლოზუნგიც კი მოუგონა, რაც ლუდოვიკო მეთოთხმეტის პერიფრაზს წარმოადგენდა. ეს ლოზუნგია „კონცერტი – ეს მე ვარ“.
* 1930-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფქვილის მწარმოებლები ტომრებზე ახატავდნენ ლამაზ ორნამენტებს, რადგან იცოდნენ, რომ მათ შემდეგ ღარიბები გამოიყენებდნენ - ტომრებისგან ბავშვებს ტანსაცმელს უკერავდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

