ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 55 წუთის წინ
* შტორმის დროს პატარა ზომის იახტები და მოტორიანი კატერები ღუზას უშვებენ, რათა ძლიერ ქარს ან ტალღებს გაუძლონ. ზოგჯერ ღუზასთან ერთად, დაახლოებით, წყლის ზედაპირის დონეზე ზეთიან ჩვარს შლიან - ეს ოდნავ მაინც ამცირებს ღელვას და გემბანზე წყლის შხეფების მოხვედრას.
* ამაზონის აუზის ინდიელებმა, რომლებიც ჯუნგლებში, ვენესუელის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ, არ იციან, რა არის ჰიპერტონია (არასდროს ჰქონიათ მაღალი წნევა). ამის მიზეზი ის არის, რომ არ ხმარობენ მარილს და ცხიმს, ხორცს კი ცეცხლზე მანამდე აჩერებენ, სანამ მთელი ქონი არ გამოეცლება.
* ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენები არ გამოიყენებენ სიტყვა „ჯენტლმენს“ (ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ჯენტლმენი ის არის, ვინც ამ სიტყვას არასდროს ხმარობს“).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

