ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.08
* ძველ ბუდისტურ მონასტერში მასწავლებლები მძინარე მოსწავლეებს ყურში ლოცვებს ჩასჩურჩულებდნენ, მათ ძილში ასწავლიდნენ.
* 1903 წელს მოხდა მატარებლის დიდი ძარცვა, რამაც კინემატოგრაფში ახალ დარგს ვესტერნს ჩაუყარა საფუძველი – პორტერმა გადაიღო ფილმი „მატარებლის დიდი ძარცვა“.
* ცნობილი ესპანელი მხატვარი პიკასო ამბობდა, რომ მტრედები საშინლად სასტიკები არიან, მათ შეუძლიათ, თავიანთი მოძმეები სასიკვდილოდ დაკორტნონ, თუმცა თავად შეუქმნა მათ ყველაზე კეთილი არსების იმიჯი ცნობილი ნახატით - „მშვიდობის მტრედით“.
* ერთხელ, საღამოს, როდესაც ფიზიკოსი ნიკოლა ტესლა, ჩვეულებრივ, ხელჯოხით სეირნობდა, თავში ცვლადი დენის ელექტროძრავის შექმნის იდეა მოუვიდა და გაიმეორა ის, რაც გაცილებით ადრე მეორე გენიოსმა არქიმედემ გააკეთა – ქვიშაზე ჯოხით დახაზა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

