ფაქტები

ეს საინტერესოა

№33

ავტორი: „თბილისელები“ 22 წუთის წინ

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* თეატრალურ ისტორიებში მოხსენიებულია, რომ ვახტანგოვის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში მსახიობს ენა დაება და წარმოთქვა სიტყვები მორდო და ბორდელი. სინამდვილეში ტექსტში ცნობილი ქალაქები იყო მოხსენიებული - ბორდო და მარსელი.

* არსებობს ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთ სახე, როდესაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ მის ირგვლივ რაც არსებობს და ხდება, ყველაფერი ინსცენირებულია, დადგმულია და ხელოვნურია. 2008 წელს მეცნიერებმა ჯოელმა და იან გოლდმა წამოაყანეს წინადადება, ამ დაავადებისთვის დაერქმიათ „ტრუმენის შოუს სინდრომი“, რადგან 1998 წელს ფილმ „ტრუმენის შოუს“ მთავარი გმირი სწორედ ხელოვნურად შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ტელევიზიით რეალითი შოუდ გადაეცემა.

* ძველი ბერძნები შესანიშნავად იყენებდნენ მშვილდ-ისარს, მაგრამ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ის, როგორც სპორტის სახეობა, არ შეიტანეს, რადგან მოწინააღმდეგესთან დიდი მანძილით დაშორების გამო ვაჟკაცურად არ მიიჩნევდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი