კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 08.09

კითხვა: ვარ 51 წლის და წლების მატებასთან ერთად, ძალიან ვიმატებ წონაში, დაკლება კი მიჭირს. პრაქტიკულად ვერ ვიკლებ. ბევრი დიეტა ვცადე, მათ შორის საათობრივი კვებაც, მაგრამ არ მიშველა. შიმშილიც ვცადე და თავის ტკივილის გამო შევწყვიტე. ადრე ადვილად ვიკლებდი და ახლა რის გამო ვეღარ ვიკლებ?
პასუხი: ასაკთან ერთად, ორგანიზმში გროვდება „პრობლემები“, რომელიც გახდომაში ხელს გვიშლის. მაგალითად, ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აღრმავებს ჭარბი წონის პრობლემას. წონის ეფექტურად დასაკლებად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი. ასევე, წლების განმავლობაში ქვეითდება ჰორმონმაპროდუცირებელი სასქესო ორგანოების ფუნქცია – რაც ნაკლებად მუშაობს სასქესო ჯირკვლები, მით აქტიურად იზრდება ცხიმი. ჰორმონების დეფიციტი კი, სიმსუქნის საშიშროებას ქმნის. ასევე, ასაკთან ერთად ვკარგავთ კუნთოვან მასას და რადგანაც კუნთები ენერგიის ყველაზე მძლავრი მომხმარებელია, წარმოიქმნება კალორიის სიჭარბე, რაც ცხიმად გარდაიქმნება. ამიტომ, 40 წლის ზემოთ, აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება და ვარჯიში, რომ წონაც შეინარჩუნოთ და კუნთებიც ფორმაში გქონდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...