ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.10

* VOLKSWAGEN-ის ქარხანა 6.5 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ზოგი საამქრო 2 კილომეტრზე გრძელია, შიდა გადაადგილებისთვის ავტობუსების მუდმივად მოძრავი მარშრუტებია შედგენილი, ქარხანაში 6 000 მარტო ველოსიპედია საამქროებში გადასაადგილებლად, შიდა გზების საერთო სიგრძე 70 კილომეტრია, რკინიგზის გზების სიგრძე 60 კილომეტრი, ქარხანაში 70 000 კაცზე მეტია დასაქმებული, ადამიანების გარდა მხოლოდ ერთ საამქროში, სადაც ავტომობილის ძარა კეთდება 4 000 რობოტია განთავსებული. თან ეს მხოლოდ 1 ობიექტია და მსგავსი კიდევ არაერთი აქვთ.
* პირველ რკინიგზებზე შუქნიშანი მხოლოდ ორფერიანი იყო: წითელი, იმავე მნიშვნელობით, რომლითაც დღეს გამოიყენება – მოძრაობის აკრძალვა და თეთრი, რომელიც მემანქანეს სვლის უფლებას რთავდა. თუმცა, ძალიან მალე თეთრი ფერი აიკრძალა, რადგან თუ წითლის ფარი გატყდებოდა, ნათურა თეთრ შუქს ასხივებდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან