ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ
* იაპონიაში ჩაის სმის ცერემონიის დროს დაშვებულია მხოლოდ ორ თემაზე საუბარი, რომლებიც უნდა შეიცავდნენ სიბრძნესა და სიმშვიდეს. ეს თემებია ხელოვნება და ბუნების სილამაზე.
* იტალიელები ყოველთვის იყვნენ გლადიატორთა შერკინებების ცეცხლოვანი გულშემატკივრები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 79 წელს სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში გრანდიოზული შერკინება უნდა გამართულიყო იულიუსისა და კლავდიუსის გლადიატორებს შორის. ქალაქის მცხოვრებლები ისე გაიტაცა სანახაობამ, რომ სიფრთხილე დაკარგეს და ვულკანმა ვეზუვმა იმსხვერპლა.
* ჩინეთის იმპერატორის კარის ექიმების შრომის ანაზღაურების ეფექტური მეთოდი არსებიბდა. თუ იმპერატორი ჯანმრთელი იყო, ექიმები დიდ გასამრჯელოს იღებდნენ. იმპერატორი გახდებოდა თუ არა ავად, ჯამაგირის მიცემა მის გამოჯანმრთელებამდე უწყდებოდათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


