ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.07

* მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ნიუ-იორკში შეიქმნა თავაზიან ადამიანთა კლუბი, რომლის წესდებაში შეტანილი იყო ასეთი მოთხოვნა: „კლუბის წევრი ვალდებულია მოიხადოს ქუდი, როდესაც ლაპარაკობს ტელეფონით.“
* მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისურ თეატრში ადამიანები საყურებლად კი არ დადიოდნენ, არამედ მოსასმენად, ამიტომ ყველაზე ძვირი ღირდა სცენასთან ძალიან ახლოს მდებარე ადგილების ბილეთები, საიდანაც თითქმის არ ჩანდნენ მსახიობები.
* ამერიკულმა ინსტიტუტმა გელაპამ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, თემაზე: „დაასახელეთ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები“. ყველაზე მეტმა დაასახელა აბრაამ ლინკოლნი, მეორე ადგილზე გავიდა ჯონ კენედი, მესამე ადგილზე კი იესო ქრისტე.
* ტელეფონი – ეს ნიშნავს შორს ხმა, მიკროფონი – მცირე ხმა. პატეფონში პატე გვარია იმ ფირმის დამაარსებლის, სადაც ხმის ჩამწერ აპარატურას ამზადებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...