ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.03

👉ასაკოვანი და გამოცდილი მეომარი გნეუს პომპილიუსი დიდად ამაყობდა, რომ არ ჰქონდა ჭრილობები ზურგზე და ბრძოლის ველიდან არასდროს გამოქცეულა, რაც მის მხდალობას დაამტკიცებდა.
👉რუბიკ-კუბიკის პირველი მოდელი სულაც არ იყო პლასტმასის, როდესაც მისმა შექმნილმა სათამაშომ პოპულარობა მოიპოვა, ერნე კუბიკი საკუთარ თავს პაპა კარლოს ადარებდა – შეშის ნაჭრისგან ბურატინოს შემქმნელს.
👉ამერიკის ქალაქ ნეშვილში მუსიკოსებმა ქანთრის სტილში შექმნეს მუსიკა, რომელშიც ისმის შრიალი, ტკაცუნი, წკრიალი. მათ ამისათვის ფულის ხმები გამოიყენეს.
👉ამერიკელი ბუტლეგერები – სპირტიანი სასმელების კონტრაბანდისტები „მშრალი კანონის“ დროს, ტვირთის გემით გადაზიდვისას ალკოჰოლიან ბოთლებს მარილიან ყუთებში აწყობდნენ, რადგან საშიშროების დროს ზღვაში ყრიდნენ. მარილის გადნობისას კი ყუთები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან