ფაქტები

ეს საინტერესოა

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.02

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ უინსტონ ჩერჩილის წინაპრები, დედის მხრიდან, ინდიელები იყვნენ.

✔️ფრაზა „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს“ ეკატერინე მედიჩმა წარმოთქვა, როდესაც გაიგო საკუთარი შვილის – შარლ IX გარდაცვალების შესახებ.

✔️ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (1819-1901), რომელიც ბრიტანეთს 64 წელი მართავდა, ინგლისურად აქცენტით საუბრობდა. მას გერმანული ფესვები ჰქონდა.

✔️მოცარტმა მუსიკის შექმნა 3 წლის ასაკიდან დაიწყო.

✔️ჩარლზ დიკენსი როდესაც წერდა, ყოველთვის სახით ჩრდილოეთით იჯდა და ძილის დროს, თავი ყოველთვის ჩრდილოეთით ჰქონდა.

✔️ცნობილი მეცნიერის, ლუი პასტერის კვლევების ერთი ნაწილი, ლუდის ქარხანამ დააფინანსა. მათვე აუღეს მეცნიერს ბილეთი საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. როდესაც მას სიტყვა მისცეს, პირველ რიგში, გამომსვლელმა ლუდის სარეკლამო პოსტერის გამოკვრა დაიწყო, ხოლო თავისი გამოსვლა, მასზე წარმოდგენილი ლუდის ქებით დაიწყო – აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო ლუდი იყო ლუდებს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მთავარზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №12

20-26 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი