ფაქტები
ეს საინტერესოა
№4
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.02

✔️ დედოფალ ვიქტორიას ქორწილში აჩუქეს ყველი, რომლის დიამეტრი 3 მეტრი იყო და 500 კილოგრამს იწონიდა.
✔️ სერ უინსტონ ჩერჩილი დღეში 15 სიგარას ეწეოდა.
✔️ ნაპოლეონს კატების ეშინოდა - მას აილუროფობია ჰქონდა.
✔️ელექტრონათურაზე მუშაობის პროცესში, თომას ედისონმა 40 000 გვერდი დაწერა.
✔️„ზაფხულის ღამის სიზმარი“ ფელიქს მენდელსონმა 17 წლის ასაკში შექმნა და ის გახდა ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მის შემოქმედებაში.
✔️სტივენ კინგის ნაწარმოების უმრავლესობაში, მოქმედება მენის შტატში ხდება. ეს პარადოქსულია, რადგან აღნიშნულ შტატში დანაშაულის დონე ყველაზე დაბალია, ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან