ფაქტები
ეს საინტერესოა
№47
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.12, 2022 წელი
✔️მღვდელი რომ არ გამხდარიყო, თომა აკვინელი ნათესავებმა კოშკში ჩაკეტეს და მეძავი გაუგზავნეს.
✔️ უშიშროებაში მსახურობის დროს, ვლადიმირ პუტინის ზედმეტი სახელი „ჩრჩილი“ იყო.
✔️ ბაღდათის უნივერსიტეტმა უდეის — სადამ ჰუსეინის უფროს ვაჟს — პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. თუმცა, მას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა. მისი დისერტაციის თემა „ამერიკული ძლიერების დაცემა 2016 წ.“ იყო.
✔️ 1938 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ჰიტლერი „წლის ადამიანად“ დაასახელა.
✔️ კლეოპატრა ცოლად საკუთარ ძმას — პტოლემეს გაჰყვა. საქმე ისაა, რომ იმ დროს, ეგვიპტეში არსებული კანონის მიხედვით, ქალს არ შეეძლო ქვეყნის ერთპიროვნული მართვა და ამიტომ, საჭირო გახდა და-ძმის დაქორწინება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან