ფაქტები

ეს საინტერესოა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.09, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

✔️ძველ რომში ქალები თმის შესაღებად თხის რძის კარაქს იყენებდნენ, სხვები – ცხოველთა შარდს, ზოგი – მზის სხივებს. შუა საუკუნეებში არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ანსელმი ყველა ქალს ანათემით დაემუქრა, ვინც თმას შეიღებავდა. თუმცა მეცამეტე საუკუნეში უკვე ამას ღიად აკეთებდნენ. ნაპოლეონ მესამის დროს კი პარიზელმა გუგომ ქალებს თმის გაუფერულებისთვის წყალბადის ზეჟანგი შესთავაზა.

✔️მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო მფრინავები შვეიცარიას სინათლის კუნძულს უწოდებდნენ – სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ შუქებს არ აქრობდნენ.

✔️ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის დროს, „ოსკარების“ ქანდაკების მიღებისას მადლობას უხდიან მშობლებს, ოჯახს, ისმის სხვადასხვა რეპლიკა, მათ შორის იყო: „გამარჯობა, სიმპათიური ყოფილხარ“, „რა მძიმე ყოფილა“, „ამისგან საყურეებს დავამზადებ“. ფელინიმ კი მეუღლეს მიმართა – „ნუ ტირი, ჯულიეტა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი