ფაქტები

ეს საინტერესოა

№31

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.08, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* მარია ანტუანეტამ სცადა, საზოგადოებაში მასზე შექმნილი უარყოფითი წარმოდგენები – ექსტრავაგანტური და ამორალური ქალის იმიჯი შეეცვალა და მათთვის კეთილ და მოსიყვარულე დედად წარედგინა თავი. მან პიარის გაკეთება პორტრეტებით სცადა, რომლებზეც შვილებთან ერთად იყო გამოსახული.

* იტალიურ სამზარეულოში უამრავი სახეობის პიცაა. ვენეციაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ „პიცა ტურისტებისთვის“. ის ყველაზე მარტივი და ცუდი პიცაა, თუმცა პიცის ნამდვილი გემოს არმცოდნე ტურისტს აღაფრთოვანებს.

* ცნობილი მოცეკვავე რუდოლფ ნურიევი ყოველთვის საშინლად აღიქვამდა პარტნიორის წარმატებას. თუ მოეჩვენებოდა, რომ აპლოდისმენტებით უფრო მეტად მის პარტნიორ ქალს აჯილდოებდნენ, ცოფდებოდა, ამიტომ ბალერინები ცდილობდნენ მოკრძალებულად ეცეკვათ, რადგან იცოდნენ, რომ საზღაური ძალიან მძიმე იქნებოდა – ცეკვის დროს ის პარტნიორს მაღლა ისროდა და აღარ იჭერდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი