ფაქტები

ეს საინტერესოა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.05

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

👉საფრანგეთის სამეფო კარის წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩართვის გამო, ლუდოვიკო მეთექვსმეტეს ბრძანებით, გრაფ ალესანდრო კალიოსტროს 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა პარიზი, 3 კვირაში კი – საფრანგეთი და არასდროს ჩასულიყო იქ. ლონდონში ჩასულმა კალიოსტრომ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოითხოვა. თუმცა პარიზის სასამართლომ ადვილად მოახერხა, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილებულიყო – კალიოსტროს სასამართლოსთვის სარჩელი პირადად უნდა წარედგინა, მას კი საფრანგეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა.

👉არაბულად „სუნა“ ტრადიციას ნიშნავს – ეს რელიგიური ან იურიდიული ნორმებია, რომლებიც ყურანში არაა მოყვანილი. უბრალოდ, თითოეული სუნა გამაგრებულია „ისნადით“ – საყრდენი ფორმულით: „მე მიამბო მან, მას უამბო იმან... იმ სხვას კი – მუჰამედმა“.

👉მონათმფლობელობის პერიოდში, ომის დროს რომაელი ლეგიონების არმია ასე ეწყობოდა: პირველად იდგნენ საომარი მოქმედებებისთვის გაწვრთნილი ძაღლები, შემდეგ – მონები, ბოლოს კი – მეომრები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...