ფაქტები

ეს საინტერესოა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.01

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️მეთხუთმეტე საუკუნეში რეფორმატორი და მთარგმნელი ჯონ უიკლიფი ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნისთვის გარდაცვალების შემდეგ ერეტიკოსად შერაცხეს, მისი ნაშრომები და ძვლები კი ცეცხლს მისცეს. მოგვიანებით, კი მისი სახელი დაარქვეს ორგანიზაციას, რომელიც ბიბლიის ნაკლებად გავრცელებულ ენებზე თარგმნაზე მუშაობს.

✔️კუბელებს არ უყვართ ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა 1982 წელს გამოუშვეს საიუბილეო მონეტა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ერნესტ ჰემინგუეის ეძღვნებოდა. მონეტაზე გამოსახული შავკანიანი მოხუცი კი მისი ნაწარმოების – „მოხუცი და ზღვის“ გმირია.

✔️როდესაც ესპანურმა ჯარებმა ქალაქ ლეიდენს ალყა შემოარტყეს, რათა ქალაქი აეღოთ, ჰოლანდიის არმიის მთავარსარდალმა ვილჰელმ ორანელმა ბრძანება გასცა, გაეხსნათ ჰოლანდიის დიდი დამბა. წყალმა დატბორა ლეიდენის შემოგარენი და ქალაქის ალყის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი