ფაქტები

ეს საინტერესოა

№8

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.03

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* ბლინი პირველად 1430 წელს დაამზადეს და თავიდან ცოდვიან საკვებად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით მისი დამზადება, პირიქით, ცოდვის თავიდან ასაცილებლად სწორედ მარხვის წინ დაიწყეს, რათა ცოდვის პროდუქტები – რძე, კვერცხი და კარაქი მოეშორებინათ.

* მწეველებისთვის ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რესტორნებსა და თვითმფრინავებში ყველაზე ცუდი ადგილები იყო გამოყოფილი, რუსეთსა და შემდეგ საბჭოთა კავშირში კი მწეველები არისტოკრატი, დამოუკიდებელი, საქმიანი ადამიანების იმიჯით სარგებლობდნენ.

* ალფრედ ნობელი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და სურდა ბაქტეოროლოგიური იარაღი გამოეგონებინა, თუმცა იმის შემდეგ, რაც მისი ძმა, ლუდვიგი გარდაიცვალა და გაზეთებმა შეცდომით მისი ნეკროლოგი დაბეჭდეს და მკვლელი უწოდეს, დაფიქრდა, როგორ გამოესყიდა „დანაშაული“. შეადგინა ანდერძი – მისი კაპიტალი მსოფლიოს იდეალების წახალისებისთვის გამოეყენებინათ. ასე დაარსდა ნობელის პრემია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...