ფაქტები

ეს საინტერესოა

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.02, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* ძველ საბერძნეთში თავისუფალი ქალების, როგორც მეძავების, მომსახურება გაცილებით ძვირად ფასობდა, ვიდრე მონების ან გათავისუფლებულების. ასეთი ქალები ცდილობდნენ, გათხოვილიყვნენ, რათა მათი ფასი კიდევ უფრო გაზრდილიყო – აკრძალული ხილი ტკბილია.

* ძველ რომში კლავდიუსის დროს ერთმა ქალმა უარი თქვა საკუთარ შვილზე. თუმცა ვერავინ შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. მაშინ კლავდიუსმა სოლომონის სიბრძნე გამოიყენა და შესთავაზა, ცოლად გაჰყოლოდა იმ ახალგაზრდას. რის შემდეგაც ქალი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ის მისი ვაჟი იყო.

* ერთხელ რომაული გარნიზონის მეთაურის, ტარპეის ქალიშვილი მტერთან მივიდა და გარიგება შესთავაზა: ციხესიმაგრეში შეგიშვებთ, თუ ყველა მეომარი იმ ოქროს სამაჯურს მომცემს, რომელიც მათ მარცხენა ხელზე უკეთიაო. როდესაც ქალმა თავისი პირობა შეასრულა, ჯილდო მოითხოვა. ტიტუს ტაციუსმა მოიხსნა თავისი სამაჯური, ქალს ესროლა და მეომრებს მიმართა, იგივე გაეკეთებინათ. მოღალატე ქალი საჩუქრების სიმძიმემ მოკლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი