ფაქტები

ეს საინტერესოა

№51

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.12, 2020 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

👉 ბრიტანელი ექიმების აზრით, გარკვეული გრძნობების განცდის დროს ადამიანებს სხეულის შესაბამის ადგილებში სტკივათ, მაგალითად: რისხვის დროს – კისერი, შიშის დროს – მუცელი, სასოწარკვეთისას – ზურგის ქვედა ნაწილი. 

👉 ძველ ჩინეთში გავრცელებული იყო სანთლის საათები. ისინი დაყოფილი იყო ნაწილებად, თითოეული დანაყოფი დაახლოებით ერთ საათს იწვოდა. მეოცე საუკუნეში ისინი ასაფეთქებელზე მისაბმელ მავთულებად, „გადაიქცნენ“, რომლებიც წამში 1 სანტიმეტრის სიჩქარით იწვიან.

👉 ავსტრიაში მეცხრამეტე საუკუნეში დილიჟანსებზე პირველი, მეორე და მესამე კლასის ბილეთები იყიდებოდა. თუმცა ყველა მგზავრს დილიჟანსის ერთ კაბინაში უწევდა მგზავრობა. განსხვავება კლასებს შორის მხოლოდ უღელტეხილებზე გადასვლისას აღმართებზე ვლინდებოდა: პირველი კლასის მგზავრები კაბინაში რჩებოდნენ, მეორე კლასის მგზავრები დილიჟანსიდან გადმოდიოდნენ და ფეხით მიჰყვებოდნენ, მესამე კლასის მგზავრები კი მეეტლეს ეხმარებოდნენ – დილიჟანსს აწვებოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი