ფაქტები

ეს საინტერესოა

№50

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 25.12, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* ელზასელმა ჟაკ შმიტმა საფრანგეთის ჰიმნის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა მცირედ შეცვლილი „მარსელიოზის“ ახალი ვარიანტი, რომელიც გაერთიანებული ევროპის ჰიმნად მოიაზრება. მან ტექსტიდან ამოიღო სხვა სახელმწიფოებისადმი მიმართული აგრესიული სტროფები.

* 1617 წელს ინგლისში შემწვარი ხარის ბარკალი არისტოკრატული კერძის რანგში იყო აყვანილი და უბრალო ხალხს მისი ჭამა აკრძალული ჰქონდა. ეს თავად მეფემ დააწესა – კანონის სრული დაცვით ხარის ბარკალს რაინდობა მიანიჭა.

* ქალაქ ბეთლემში არის ქრისტეს დაბადების ძველი ტაძარი. მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც თურქებმა ეს ადგილები დაიპყრეს, ქრისტიანულ სიწმიდეებს გაძარცვა ემუქრებოდათ. ამ ტაძრის გადარჩენა გარკვეული არქიტექტურული ჩარევით მოხდა – შესასვლელი ისე დააპატარავეს, რომ მხოლოდ კარგად თავდახრილს შეუძლია იქ შესვლა. მუსლიმებმა კი ქრისტიანულ სიწმიდეს თავი არ დაუხარეს. დღეს ეს იქ მოსალოცად მისულებს დისკომფორტს უქმნის, თუმცა იმ დროს არცერთი თურქი ტაძარში არ შესულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი