ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ
* 1820 წელს გერმანიაში გამოუშვეს შექსპირის თხზულებათა კრებული, ბაუდლერის რედაქციით, რომელსაც „ოჯახურ წრეში წასაკითხი შექსპირი“ უწოდეს. ეს კრებული გამოირჩეოდა იმით, რომ ამ გამოცემაში გამოტოვებულია ყველა ის სიტყვა და გამოთქმა, რაც, რედაქტორთა აზრით, უხერხულია ოჯახურ წრეში წარმოსათქმელად.
* ფრანგი ექიმი რენე ლაენეკე, გარდა თავისი ძირითადი სამსახურისა, მუსიკოსიც იყო. თავისი გამოგონების შექმნაზე მუშაობის დროს, ექსპერიმენტი ჩაატარა: გადახერხა ხის სასულე საკრავი – ჰობოი და შესანიშნავი სამედიცინო ინსტრუმენტიც მიიღო. ეს იყო სტეტოსკოპი – ხის ფონენდოსკოპი.
* 1930 წელს წმიდანად შერაცხეს კარდინალი ბელარმინო, რომლის საფლავზეც ამოტვიფრულია ეპიტაფია: „ჩემმა მახვილმა განგმირა ამპარტავანი აზრები“. კარდინალმა ბელარმინომ ორი ცნობილი ადამიანის ბედი გადაწყვიტა: ის ერთის მთავარი ბრალმდებელი იყო, მეორისას კი სასამართლო პროცესს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები იყვნენ: ჯორდანო ბრუნო და გალილეო გალილეი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


