ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 17 წუთის წინ
* მოსკოვის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდები ჯინა ლოლობრიჯიდა და ელიზაბეტ ტეილორი, თითქოს ეს ასე იყო გათვალისწინებული, მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთს არ მოშორებიან, სახეზეც ღიმილი ეფინათ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ორივემ საჩივარი დაწერა ერთი პიროვნების წინააღმდეგ: მსახიობებმა ივ სენ ლორანს უჩივლეს, რომელსაც კაბები შეუკვეთეს და მისმა სამოდელო სააგენტომ ორივეს ზუსტად ერთნაირი დაუმზადა.
* არსებობს მასონური გამოთქმა: „თუ შეგიძლია, შეაერთო ეს ორი ელემენტი, მაშინ თქვენი ცოდნა სრულია“. ალბათ, ამის გამო წარმოიშვა მოსაზრება, რომ მასონური მიმდინარეობა ებრაულია. ეს ელემენტები სამკუთხედებია. მიიღება ჰექსაგრამა, დავითის ვარსკვლავი – მასონთა ერთ-ერთი ნიშანი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


