ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 49 წუთის წინ
* ვიქტორ კორჩნოიმ თავისი წიგნი – „ანტიჭადრაკები“, მიუძღვნა „კაგებეს“ ინტრიგებს მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტულის პრეტენდენტების წინააღმდეგ. ამ წიგნის წინასიტყვაობაში ცნობილ საჭადრაკო ფრაზაში – „თეთრები იწყებენ და იგებენ“, ერთი სიტყვა ჩანაცვლებულია და წერია „რუსები იწყებენ და იგებენ“.
* დაფიქსირებულია, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც ენრიკო ფერმის ჰკითხეს, როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს 100-ქულიანი სკალით, მეცნიერმა უპასუხა: „იყოს აინშტაინი 100, მე – 99“. მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის ცხრილში კი ეს ორი მეცნიერი დაფიქსირებულია პირიქით: აინშტაინი – 99, ფერმი – 100. აინშტაინიუმი და ფერმიუმი.
* შუა საუკუნეების ისლანდიელებისთვის დამახასიათებელი იყო აზრის მოკ-ლედ, კონკრეტულად და ზუსტად გამოხატვა. სხვებისგანაც ლაკონურობას მოითხოვდნენ. სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ ისლანდიური საგის გმირები ძალიან ცოტას. მათ ამ თვისების გასამყარებლად ანდაზაც კი ჰქონდათ: „ენისგან იქსოვება თოკი, რომელზეც ჩამოგახრჩობენ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


