ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 17 წუთის წინ
* ჯერალდ ფორდმა დაარღვია ტრადიცია და თავის ვაჟიშვილს მაიკლი უწოდა, რადგან ახალგაზრდობაში ძალიან არ უყვარდა, როცა მას ისე მოიხსენიებდნენ, როგორც ერთ-ერთ ამერიკის პრეზიდენტს და ასევე, ზოგიერთ სხვასაც. ტრადიციის თანახმად, უფროს შვილს მამის სახელს არქმევენ – მას კი არ უნდოდა, თავისი ვაჟი ჯერალდ ფორდ უმცროსი ყოფილიყო.
* შვედეთის მეფე გუსტავ მესამე უნაყოფო იყო, ამიტომ სამეფო დინასტიის გაგრძელებისთვის ეშმაკობა მოიფიქრა. როდესაც მისი თავაშვებული და – სოფია ალბერტინა მორიგჯერ დაორსულდა, მეფემ მაშინვე გამოაცხადა დედოფლის ფეხმძიმობის შესახებ. დამ ჯანმრთელი ვაჟი შობა, თუმცა მეფის გეგმა - თავის შვილად გამოეცხადებინა, ჩავარდა, რადგან ბავშვი შავკანიანი დაიბადა – მაშინ ევროპაში მოდაში იყო შავკანიანი ლაქიები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


