ფაქტები

ეს საინტერესოა

№49

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.12, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები,
გა,ონათქვამები, მოვლენები
დაკოპირებულია

* მეჩვიდმეტე საუკუნის ინკვიზიციის წარმომადგენლებმა პაპ ინოკენტი მეთორმეტეს მიმართეს წინადადებით: გადაერქვათ ციური სხეულებისთვის მოძველებული კერპთაყვანისმცემლური სახელები და მათთვის ქრისტიანი წმიდანების სახელები ეწოდებინათ, მაგალითად: მზისთვის – იესო ქრისტე, მთვარისთვის – ქალწული მარიამი, ვენერასთვის – იოანე ნათლისმცემელი და ასე შემდეგ, თუმცა ასტრონომებმა შეძლეს დაეტოვებინათ ძველი სახელები: განაცხადეს, რომ ციური მოვლენების აღწერა ღვთისგმობად გაჟღერდებოდა, მაგალითად: „დღეს იესო ქრისტეს დაბნელებაა, მას გადაეფარება ქალწული მარიამი“.

* სამხრეთ ამერიკის გაზსადენებში გაშვებულ გაზს ურევენ ნივთიერებას, რომელსაც დამპალი ხორცის სუნი აქვს. ასე დაზიანებული ადგილი ადვილი აღმოსაჩენია, რადგან იმ ადგილს სვავები ეხვევიან.

* რუსეთში სასამართლოს მიმდინარეობისას ორი გრძელი სკამი იდგა, ერთზე ისხდნენ დამნაშავეები, მეორეზე – მსაჯულები. ორივე მხარეს შეიარაღებული ჟანდარმი იცავდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი