ფაქტები

ეს საინტერესოა

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.05

საინტერესო ფაქტები,
გა,ონათქვამები, მოვლენები
დაკოპირებულია

* 1992 წელს სამხრეთ საფრანგეთში ველურ ბოცვრებში მიკსომატოზის ეპიდემია გავრცელდა. რომ არ დაეკარგათ ასეთი ძვირფასი სანადირო ცხოველები, გადაწყვიტეს მათი ვაქცინაცია, მაგრამ ეს ნამდვილად შეუძლებელი იყო, რადგან ვაქცინა ჩხვლეტით (საინიექციო შპრიცით) უნდა მომხდარიყო. თუმცა ბოცვრების ვაქცინაცია მაინც მოხერხდა შემდეგნაირად: ბოცვრების გავრცელების არეალში ვაქცინაში „ამოვლებული“ რწყილები გაუშვეს.

* საზოგადოდ მიღებული დიპლომატიური პროტოკოლი გარკვეულ სიძნელეებს უქმნის არაბულ და ჩრდილო აფრიკის მუსლიმური სახელმწიფოების დიპლომატებს. ერთ-ერთია სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასწრება, სადაც დიპლომატი მეუღლესთან ერთად უნდა გამოცხადდეს. ამ ქვეყნებში კი მრავალცოლიანობაა.

* ათენის აყვავების პერიოდში უფასოდ აჭმევდნენ ყველა მიუსაფარს, ხეიბარს, ღატაკს... ამას უანგაროდ არ აკეთებდნენ. თითოეულ კმაყოფაზე მყოფთან დებდნენ ხელშეკრულებას, რომ უბედურების დროს მათ მსხვერპლად შესწირავდნენ ღმერთებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი