ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.04
* მომავალი პაპი, იოანე ოცდამესამე, საფრანგეთში ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრაზე პარიზის მთავარ რაბინს კართან შეხვდა. ორივე ღვთისმსახური ცდილობდა, პატივისცემა გამოეჩინა და გზას ერთმანეთს უთმობდნენ. თუმცა, ეს ზრდილობიანი შეთავაზებები საკმაო ხანს გაგრძელდა და ბოლოს მომავალმა პაპმა მონახა ხერხი, დაერწმუნებინა რაბინი, პირველი შესულიყო, ამისთვის კი ბიბლია მოიშველია: ძველი აღთქმა ყოველთვის წინ უსწრებს ახალსო.
* რუსეთ-იაპონიის ომის დროს გენერალი კუროპატკინი, რომელიც მანჯურიაში რუსეთის ჯარს მეთაურობდა, შენიღბვის მიზნით – გარემოდან არ ყოფილიყვნენ გამორჩეულები ჯარისკაცებს ურჩევდა იშვიათად გაერეცხათ ტანსაცმელი, რადგან.
* გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ტელეარხმა BBC 2-მა გადაიღო ფილმი, თუ როგორ ქმნიდნენ საბჭოთა მფრინავები ხელოვნურ წვიმას. ეს იყო ჩერნობილში, რომლის თავზეც რუსული თვითმფრინავები ვერცხლის იოდიდს აფრთოვევდნენ, რომ ღრუბელი მოსკოვისკენ არ წასულიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

