ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.06
* 1892 წელს სახელმწიფო დასავლეთ სამოამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გასამყარებლად „დროის სარტყელი“ შეიცვალა. სწორედ ამიტომ ამ წელს მათ ორი ერთი და იგივე თარიღი ჰქონდათ, რაც ორმაგად სასიამოვნო იყო ამერიკელთათვის. ეს დღე იყო 4 ივლისი – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე.
* რეკლამაში მწარმოებლები გამოხატავენ მათი პროდუქციის გამორჩეულად დადებით მხარეებს. კომპანია „ტეფალმა“ გამოიყენა რეკლამაში პლაკატი, რომელიც კედელს არ ეწებება და ვარდება – ვითომდა ჩვენ მიერ წარმოებულ ტაფებზე არაფერი დაეკრობაო.
* ერთ-ერთ ძველ კარიკატურაზე გამოსახულია ლედი, რომელსაც ხელში უჭირავს ახლადაღმოჩენილი ხელსაწყო. წარწერა კი მიუთითებს, რომ მდინარე თემზა ურჩხულებიანი წვნიანია. ეს ხელსაწყო იყო მიკროსკოპი – რომლითაც შესაძლებელი გახდა წყალში არსებული მიკროორგანიზმების დანახვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

