ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.06
* 1980 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უფლებას იძლეოდა სასამართლოზე განეხილათ საქმე, თუ კინო ან ტელეგადაცემებში დამახინჯებულად ან შეცვლილად გამოსახავდნენ, რომელიმე გარდაცვლილი ადამიანის სახეს ან ცხოვრებას. თუმცა, მალევე შეიტანეს შენიშვნა, რომელსაც რიჩარდ მესამის შესწორება ერქვა. სახელდობრ ეს კანონი არ ვრცელდებოდა ძალიან ადრე გარდაცვლილ პირებზე (იმ დროს გავრცელებული იყო თავდასხმა შექსპირსა და ზოგიერთ ისტორიოგრაფებზე, რომლებმაც რიჩარდ მესამის ცხოვრება დამახინჯებულად გადმოსცეს).
* ტრადიციული ესპანური კორიდა დიდხანს არ გრძელდება – დაახლოებით, 20 წუთი. მაყურებლები კი მზად არიან, საათობით უყურონ სანახაობას. ამიტომ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ორთაბრძოლა იმართება. დროის შეზღუდვა იმითაა განპირობებული, რომ 20 წუთის შემდეგ ხარი იგებს, რომ მოსასხამის ფრიალს კი არა, ადამიანს უნდა მისდიოს და ტორეადორის გადარჩენის შანსი მინიმალური ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

